ხონის სოფელში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
თარიღი : 9-03-2015, 17:26 | კატეგორია: საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ხანძარმა სამსიანების ოჯახი დააზარალა. ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩნდა. დაზარალებულები დღეს ხონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსმა მოინახულა. ლეილა კინწურაშვილის განცხადებით, ოჯახს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პაკეტით გათვალისწინებული დახმარება გაეწევა.
