ქუთაისის მერიის დაფასება და ფულადი საჩუქრები ქალებს
თარიღი : 9-03-2015, 15:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიას ქალთა დღეს ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ქალბატონების წახალისება 18 000 ლარი დაუჯდა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქარი 180-მდე მანდილოსანმა მიიღო.
„8 მარტს მამაკაცები მანდილოსნებს ჩუქნიან საჩუქრებს და ჩვენ გამონაკლისი არ უნდა ვიყოთ. საჩუქრების თანხა პირადი ასიგნებების მუხლიდან წავიდა. გასულ წლებში ქუთაისის მერიაში იყო პრაქტიკა, როდესაც 8 მარტს საჩუქრებს მამაკაცებიც იღებდნენ. ჩვენ ეს მავნე პრაქტიკა გამოვასწორეთ,“ - აცხადებს ზვიად ჯავახია.