საბავშვო ბაღების მოწესრიგების წელი და ახალი ბაღები რეგიონში
თარიღი : 9-03-2015, 14:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 15 ბავშვზეა გათვლილი და რეგიონული განვითარების ფონდიდან 112 000 ლარით დაფინანსდა. ამ დრომდე სოფელში ბაღი ავარიულ შენობაში, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ პირობებში ფუნქციონირებდა.
2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, მათ შორის სამი ისეთ სოფელში, სადაც ამ დრომდე ბაღი საერთოდ არ არსებობდა და აღნიშნული გარემოება მიგრაციულ პროცესებს უწყობდა ხელს. რამდენიმე კვირაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება სოფელ ხიდარშიც. საერთო ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტმა მილიონნახევარ ლარზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების წლად გამოცხადდა. მიმდინარე წელს რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასათვის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, ხოლო 23 ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.