Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გამოხმაურება Topnews.com.ge-ს მასალაზე და ქართველი ემიგრანტების დახმარება

თარიღი : 9-03-2015, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში მცხოვრები მერაბ ქაშიბაძის დახმარების სურვილი იტალიაში მცხოვრებმა ქართველებმა გამოთქვეს. ათი წელია მერაბ ქაშიბაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ქვედა კიდურების დამბლა, ხერხემლის პირველი და მე-12 მალების მოტეხილობის დიაგნოზი პაციენტს მედიკოსებმა მაშინ დაუსვეს, როცა ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.
როგორც Topnews.vom.ge-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ განუცხადა, მერაბ ქაშიბაძეს სპეციალური საწოლითა და ეტლით იტალიაში მცხოვრები ირმა კოხრეიძე დაეხმარება.
„იტალიიდან დაგვიკავშირდნენ ჩვენი ემიგრანტები. ისინი აპირებენ მერაბ ქაშიბაძისათვის დახმარების გაწევას. თუ ამინდებმა ხელი არ შეუშალათ, დახმარებას 15 მარტს დადებენ გემზე და თვის ბოლოს საქართველოში იქნება,“ - ამბობს პაატა ახალაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება რამდენჯერმე ფინანსურად დაეხმარა.
მერაბ ქაშიბაძის ოჯახს მცირე შემოსავლისა და მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გამო ავადმყოფისათვის სპეციალური საწოლისა და ინვალიდის ეტლის შეძენის საშუალება არა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ მკურნალობის გაგრძელებასა და ძვირადღირებულ ოპერაციაზე, რომლის შედეგად შესაძლოა პაციენტი განიკურნოს.


ნანახია: 2090-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქაშიბაძეების ოჯახში იმედოვნებენ, რომ გამოჩნდებიან გულისხმიერი ადმინები, რომლებიც მერაბ ქაშიბაძისთვის დახმარების გაწევასა და მისი
ტყიბულის რაიონის სოფელ გელათში მცხოვრები ნაილი ნემსიწვერიძე იტალიაში წლები იმყოფება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები შშმ ქალბატონი დახმარებას ითხოვს.
'ემიგრაციის საერთაშორისა ცენტრისა' და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმების მიერ იტალიაში

ამინდი