"ტორპედო"-ს საჩუქარი ეკლესიას და ფეხბურთელების საწვრთნელი ბაზის კურთხევა
თარიღი : 8-03-2015, 19:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის „ტორპედომ“ ბაგრატის საკათედრო ტაძრის უკან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის მრავალსაუკუნოვან ტაძარს წმინდა ნიკოლოზის ხატი შესწირა. საფეხბურთო გუნდის წევრები კვირის წირვასაც დაესწრნენ, რომელიც მამა ზინობმა აღავლინა. სასულიერო პირმა „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზაც აკურთხა და ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბის სხვა მუშაკებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ დაწერილი მთავარანგელოზების ხატები უსახსოვრა.