პატიმრებს ციხეში მარჯვენა ხელს აჭრიან?
თარიღი : 18-09-2013, 13:59 | კატეგორია: სამართალი

ციხის სკანდალური კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ ციხეებში სიტუაცია ისევ საგანგაშოა, ამის შესახებ განცხადება “პირველი რადიოს” პრესკლუბში “ქრონიკა +”-ის რედაქტორმა გააკეთა “გუშინ სოზარ სუბარმა წარმოადგინა ფოტომასალა, რომ სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში აკრძალული ნივთებია აღმოჩენილი. მინისტრს არ უსაუბრია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახბ, რომელთა დახმარებითა და ხელშეწყობითაც ეს ნივთები მოხვდა პატიმრებთან. ასევე არ ვიცით, აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომლებსაც აკრძალული ნივთები ქონდათ. მე გადმომცეს ფოტომასალა.სადაც აღბეჭდილია პატიმარი რომელსაც ციხეში ხელი მოაჭრეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით პატიმარს ოპერაცია სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაუკეთეს სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოვახერხე ამ ინფორმაციის დაზუსტება და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მოპოვება მინისტრის გუშინდელი პრესკონფერენციის მერე, მივიღე გადაწყვეტილება გავასაჯაროო ეს ფოტომასალა და მივმართო საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საკითხზე,“- განაცხადა “ქრონიკა +”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ. მან ფოტომასალა მედიის წარომადგენლებს გადასცა.
წყარო: პრაიმერინფო
წყარო: პრაიმერინფო