Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უხუცესი ქალბატონები ქუთაისში

თარიღი : 8-03-2015, 17:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლინდა ლომთაძე და სოფიო ბანძელაძე ქუთაისის უხუცესი ქალბატონები არიან. ორივე ქალბატონი 107 წლის არის. ქალბატონები აცხადებენ, რომ ასაკი არ ახსოვთ და მათი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდების გახსენებაც უჭირთ. ლინდა ლომთაძეს სამი შვილი, 8 შვილიშვილი, 11 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილისშვილი ჰყავს. ამბობს, რომ სურს მისი ოჯახის წევრები კარგად იყვნენ. "მაშინ მეც კარგად ვიქნები," - აღნიშნავს უხუცესი ქალბატონი.
სოფიო ბანძელაძეს ერთი შვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს. ქალბატონის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჭირვეულობა არ ახასიათებს. ერთადერთი, რასაც მუდმივად ითხოვს შაქარი, ტკბილეული და ანალგინია. საკუთარ ასაკთან შედარებით, უხუცესი ქალბატონი არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის.
8 მარტთან დაკავშირებით ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ უხუცესი ქალბატონები ოჯახებში მოინახულა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
http://topnews.com.ge/photo/news/1425821887.jpg


ნანახია: 1581-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უხუცესი მეეზოვე უკვე 25 წელია ქუთაისის სისუფთავეს მუხლჩაუხრელად ემსახურება.
დეპუტატი, პროტოკოლის თანამშრომლებთან ერთად, ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგის დეტალებს გადის.
ილია აფხაძე საკრებულოს წევრი 2014 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.

ამინდი