Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ"

თარიღი : 8-03-2015, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის რაიონში მცხოვრები 47 წლის ქალბატონი დახმარებას ითხოვს.
47 წლის დელიზა დუნდუას ოპერაციისთვის 4 600 ლარი ესაჭიროება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
საწოლს მიჯაჭვული ქალბატონის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ ქალბატონს ფეხზე ერთი ოპერაცია საკუთარი სახრებით გაუკეთეს, მეორე ოპერაცია 20 მარტსაა ჩანიშნული, თუმცა ფინანსების არქონის გამო ოპერაციას სავარაუდოდ, ვერ გაიკეთებს.
"პირველი ოპერაცია რომ გაიკეთა ექიმებმა უთხრეს, რომ თუ გინდა გაიარო, მაშინ ოპერაცია მეორე ფეხზეც უნდა გაიკეთოო. ოჯახი ძალიან გაჭირვებულია და ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ და ასე განგვიცხადეს, რომ მაქსიმუმ 500 ლარით შეგვიძლია დახმარებაო. იქნებ, როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ", - აცადებს გულიკო ქუნქელია.
სამტრედიის გამგეობაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს მომართვის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაძლებელია ქალბატონს 100-დან 500-ლარამდე დაეხმარონ.
"თუ საავადმყოფოდან მოგვიტანს ცნობას, რომ ქალბატონს ესაჭიროება ოპერაცია ჩვენ შეგვიძლია, რომ მას 500-ლარამდე თანხით დავეხმაროთ, მეტი საშუალება ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ გვაქვს", - აცხადებს სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია.


ნანახია: 2971-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს. ნაილი ნემსწვერიძის ქმარი აცხადებს, რომ ოჯახს ქალბატონის გადმოსასვენებლად
30 წლის ფიქრია ჯაფარიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ამიტომ, თითოეული ადამიანის გულისხმიერება მისთვის მნიშვნელოვანია.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა დახმარებას ითხოვს.
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.

ამინდი