ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი საზოგადოებას პატიებას სთხოვს
თარიღი : 6-03-2015, 23:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქცია“ პარლამენტის სხდომაზე ჩაძინების გამო პატიება ითხოვა.
მისი თქმით, ძილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, თუმცა სანიკიძე აღნიშნავს, რომ „მიქარა“.
„ძილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მივქარე, მაპატიეთ, თავზე შემიძლია ნაცარი წავიყარო, მაგრამ ჩემზე მაგარ ბიჭებსაც დასძინებიათ უადგილო ადგილას, მაგალითად, გაიუს მარიუსს, რომელმაც თეატრში დაიძინა. მერწმუნეთ, თეატრში ძილი უფრო დიდი სირცხვილი იყო. იმედი მქონდა, რომ ირგვლივ ფხიზელი მამულიშვილები იყვნენ ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ მძინავს", - განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის სხდომაზე სძინავს.