10 წელი ეტლის იმედად-სოფელ გუმბრაში მერაბ ქაშიბაძეს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს
თარიღი : 6-03-2015, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში მცხოვრებ მერაბ ქაშიბაძეს ათი წელია დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ქვედა კიდურების დამბლა, ხერხემლის პირველი და მე-12 მალების მოტეხილობის დიაგნოზი პაციენტს მედიკოსებმა მაშინ დაუსვეს, როცა ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.
ოჯახს მცირე შემოსავლისა და მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გამო ავადმყოფისათვის სპეციალური საწოლისა და ინვალიდის ეტლის შეძენის საშუალება არა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ მკურნალობის გაგრძელებასა და ძვირადღირებულ ოპერაციაზე, რომლის შედეგად შესაძლოა პაციენტი განიკურნოს.
ქაშიბაძეების ოჯახში იმედოვნებენ, რომ გამოჩნდებიან გულისხმიერი ადმინები, რომლებიც მერაბ ქაშიბაძისთვის დახმარების გაწევასა და მისი გაუსაძლისი ყოფის შემსუბუქებას შეძლებენ.