ქუთაისში მეეზოვეებს სპეციალური სიგელები გადასცეს
თარიღი : 6-03-2015, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში მეეზოვებს პროფესიული დღე მიულოცეს. ღონისძიებას ქუთაისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საჩუქრები და სიგელები ააიპ "სპეცილური სერვისების" ასამდე თანამშრომელს გადაეცა. მეეზოვის პროფესიული დღე ქუთაისში 2010 წლიდან აღინიშნება.