ამერიკის ელჩი: პარლამენტის წევრებს აღელვებთ რას ფიქრობს ხალხი
თარიღი : 6-03-2015, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც დეპუტატებთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქვეყნის პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობს, ხოლო შეხვედრა ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
„ როცა მაქვს შესაძლებლობა ყოველთვის ვხვდები პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც გამოვყო. მნიშვნელოვანია ის, რომ საქრთველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ პარლამენტის წევრებს აღელვებთ თუ რას ფიქრობს ხალხი. მოვუწოდებდი საქართველოს მოაქალაქეებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, მიაწვდინონ თავიანთი ხმა დეპუტატებს. განხილული თემებიდან მნიშვნელოვანია ასევე საარჩევნო რეფორმაც. ეს რეფორმა უზრუნველყოფს თანაბარ წარმომადგენლობას დიდი თუ პატარა რაიონების მოსახლეობისთვის,”-განაცხადა ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.