ქუთაისში 109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა
თარიღი : 6-03-2015, 14:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში 109 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა.
ოცხელის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.
პროექტის საერთო ღირებულება 5.560.000 ლარია.
ბინის გასაღები დევნილ ოჯახებს ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცეს.
ახალი შენობის გახსნამდე სამინიტროებისა და საელჩოს წარმომადგენლებმა ის ადგილი მოინახულეს, სადაც დევნილი ოჯახები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობდნენ.