Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში შეძენილ პელმენში ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს

თარიღი : 5-03-2015, 20:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ტერიტორიაზე შეძენილ საკვებ პროდუქტებში დარღვევები აღმოჩნდა. ქუთაისის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა 2015 წლის 18 თებერვალს შეიძინეს ასაწონი და შეფუთული პელმენის ნიმუშები შემდეგ მაღაზიებში:

ხუნდაძის ქუჩა #48-ა-ში მდებარე სუპერმარკეტ "ალავერდში" „თოლიას“ ფირმის შეფუთული პელმენი „ქალაქური“ და შპს „პროგრესის“ ასაწონი პელმენი „ალვანი“.
ავტომშენებლის #3-ში მდებარე შპს „დანამა“-ში „ქართული გემოს“ პელმენი „ოჯახური“ (შეფუთული) და „ყაზბეგის“ ფირმის „ყაზბეგური“ (შეფუთული); ასევე, „ყაზბეგისა“ და „რაჭის“ ასაწონი პელმენები.

ნიმუშები ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული შედეგების თანახმად, მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაში იყო მხოლოდ „თოლიას“ პელმენში, ხოლო დანარჩენი ხუთი ნიმუშიდან ოთხ მათგანში აღმოჩნდა ორი პათოგენური მიკროორგანიზმი: ლისტერია მონოციტოგენეზი და სალმონელა, ხოლო „რაჭას“ ასაწონ პელმენში აღმოჩნდა მხოლოდ ლისტერია მონოციტოგენეზი. აღმოჩენილი მიკროორგანიზმები ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსულთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

დარღვევების შესახებ მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა აცნობა მწარმოებლებს, მაღაზიის მეპატრონეებს, მუნიციპალიტეტსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს.


ნანახია: 3335-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით არსებული საშაურმეების მონიტორინგი განხორციელდა.
ევროპის ფონდი მომხმარებელთა დახმარების ცენტრები აგრძელებენ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენას.
როგორც ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, საათს ნაწილი გაუფჭდა, რის გამოც მერიამ მისი ბრეზენტით შეფუთვა
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, შეფუთული ვაშინგტონის ჯიშის პალმების გახსნა მიმდინარეობს.
ნობისთვის, ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

ამინდი