Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა

თარიღი : 5-03-2015, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი-აბაშის" 700მმ დიამეტრის 47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდ და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს. კახა კალაძე იქ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
"ჩვენ შევიკრიბეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ექსპანსია/გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით.
ეს პროექტი ხელს უწყობს უსაფრთხო ენერგო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ მთელს დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს სტაბილური ბუნებრივი გაზით. ახალი მილსადენი აგრეთვე გაზრდის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობას. პროექტის დაფინანსება საკმაოდ მოცულობითია და ის თანხობრივად 62 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო გადის განვითარების ურთულეს ფაზებს, ეკონომიკა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკა თუ ჯანდაცვა ითხოვს განახლებას, თანამედროვე სტანდარტებზე ადაპტირებას და ქვეყანაში სტაბილური ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას.
აშშ-ის მთავრობის ინიციატივით, "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ" (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ე.წ. "ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზანდ ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყო გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად.
"ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი" 2014 წლის ბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ 150კმ-მდე სიგრძის 700მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა განხორციელდა. კერძოდ, აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამაღლდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ დიამეტრის მილსადენები 700მმ დიამეტრის მილსადენებით ჩანაცვლდა და ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის, საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაცული ზონის გაზმომარაგების გაზრდას.
აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია.


ნანახია: 1623-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია არსებული 500მმ დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური
შეზღუდვები დღეს, 03:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციას შესაბამისი პროექტის მომზადება დაევალა.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამინდი