ხონის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობაა
თარიღი : 5-03-2015, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტის მაღალ მთაში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლემ სოფელ კინჩხაში 30 სმ-ს მიაღწია.

მაღალმთიან სოფლებში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. "მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გორდის, კინჩხისა და ძეძილეთის მიმართულებით ნებისმიერი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება" - აცხადებენ ხონის მუნიციპალიტეტის საგზაო სამსახურში.