"ქუთაისის მერს მოვუწოდებ იმოქმედოს ვიდრე ის პროცესები დაიწყო, რაც თბილისის მერიაშია"
თარიღი : 5-03-2015, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის მერიას გზების ორმოულების შეკეთების მიზნით, უშედეგოდ დახარჯული მილიონებისათვის აკრიტიკებს.
წულაიას თქმით, გასულ წელს გზებზე არსებული ორმოულების შეკეთება რუსთაველის ქუჩაზე, ზვიად გამსახურდიას გამზირსა და აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ტერიტორიებზე ორმოულების შეკეთების მიზნით თანხები კვლავ გამოიყო.
"ყოველ წელს ვაკეთებთ ორმოულებს და მილიონებს ვატანთ რიონს. ქალაქი სავსეა ორმოებით და გაუვალი ადგილებით. ქალაქის მერს მოვუწოდებ დროულად იმოქმედოს ვიდრე ის პროცესები დაწყებულა რაც თბილისის მერიაში მიდის, მერიის თანამშრომლებს პანტაპუნტით რომ იჭერენ," - აცხადებს გოგი წულაია.
ქუთაისში, გზებზე არსებული ორმოულების შეკეთებისათვის გასულ წელს მილიონ 300 000 ლარი იყო გათვალისწინებული. მიმდინარე წელს კი სამუშაოები 800 000 ლარით დაფინანსდა.