"ღამით, რომ ვიძინებ დილით ცოცხლები გავიღვიძებთ თუ არა არ ვიცით"
თარიღი : 5-03-2015, 13:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში მცხოვრები 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ველისუბანში მცხოვრებლების თქმით, ბოლო წლებია ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, ხელისუფლება კი, მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს.
ადგილობრივების თქმით, იქ ცხოვრება სიცოცხლისათვის სახიფათოა.
„ღამით, რომ ვიძინებ დილით ცოცხლები გავიღვიძებთ თუ არა არ ვიცით. ჩვენი სახლი მთლიანად მეწყერსაშიშ ზონაშია. ერთი მაგარი წვიმაც, რომ მოვიდეს ჩემს სახლს ოჯახის წევრებთან ერთად მიწა ჩაყლაპავს. უკიდურესად გაჭირვებულები ვართ. ვითხოვთ გასახლებას, არ გვინდა მეწყერის მსხვერპლი გავხდეთ“- აცხადებს ამირან გაგოშიძე.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და შესაძლებელია მათი გასახლება ეტაპობრივად მოხდეს.