Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საკუთარი უფლებების დაცვა თუ მედიამონოპოლიის მცდელობა-ორი ტელევიზიის დავა

თარიღი : 5-03-2015, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული მუწყებლობის გეგორაფიული ფარგლების დარღვევა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევა და არასათანადო რეკლამის გავრცელება-ეს ის ბრალდებებია, რომელსაც ტელეკომპანია "რიონი" ტელეკომპანია "მეგა ტვ"-ს უყენებს. ორ ტელეკომპანიას შორის დავამ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გადაინაცვლა. ზემოთაღნიშნული ბრალდებების გათვალისწინებით, მარეგულირებელ კომპანიას საჩივრის წერილით "რიონის" გენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ მიმართა.
ღვინიანიძის თქმით, 2005 წლიდან "მეგა ტვ"-მა (აღნიშნული ტელევიზია ხონშია რეგისტრირებული) აქტიური ქმედება დაიწყო შემოსულიყო ქუთაისში როგორც აქტიური მაუწყებელი. როგორც თამარ ღვინიანიძე აცხადებს, აღნიშნული ქმედებების შედეგად "მეგა ტვ" ქუთაისში უკანონოდ შემოვიდა, რადგან მისივე თქმით, ტელეკომპანიის სამაუწყებლო არეალს ხონი და მიმდებარე რაიონები წარმოადგენს.
"მე არასოდეს არც ერთი მაუწყებლის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, ვინც კანონიერად შემოდის ქუთაისში. ქუთაისზე სიხშირე აქვს "ტაბულას" და თუ ის გააკეთებს სტუდიებს ქუთაისში, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები. კონფლიქტური სიტუაცია იყო როდესაც გაიხსნა "ტვ ქუთაისი", თუმცა ეს სიტუცია თავად მათ შექმნეს. როდესაც "მეგა ტვ" ქუთაისში უკანონოდ შემოვიდა, მე ვუთხარი მათ, რომ ეს არ გამოუვიდოდათ. საკითხის გარკვევა კომინიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მოვითხოვე. 2006 წელს "მეგა ტვ" გააფრთხილეს სამაუწყებლო არელიდან გასვლისათვის, თუმცა გაფრთხილება არ შეარულეს და მაუწყებლობას კვლავ აგრძელებდნენ მეორე მეტრულ არხზე. ჩაერთვნენ საკაბელო არხზე. მარეგულირებელი კომისია კეთილგანწყობილი იყო მეგა ტვ-ის მიმართ," - აცხადებს თამარ ღვინიანიძე.
ტელეკომპანია "რიონის" გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ 2012 წლიდან 2015 წლამდე "რიონსა" და "მეგას" შორის მსგავსი კონფლიქტური სიტუაცია არ ყოფილა. ღვინიანიძის თქმით, ის ტელეკომპანია "მეგას" გადაცემამ "შუადღე ქუთაისში" გააღიზიანა. გაღიზიანების საფუძველი კი გადაცემის სახელწოდებაში ქუთაისის აღნიშვნა გახდა.
"კანონიერი მაუწყებლის მიმართ პატივისცემის გამო, ეს სახელწოდება არ უნდა დაერქმიათ. მე მოვითხოვ გადაცემის სახელისა და ტიხრის -"ჩვენ ვმაუწყებლობთ ქუთაისიდან" ამოღებას. ეს არის არასათანადო, ცრუ რეკლამა. ჩემი 6 მოთხოვნა ორ მოთხოვნად ჩამოყალიბდა. კომისიის გადაწყვეტილება სამ კვირაში გახდება ცნობილი," -ამბობს თამარ ღვინიანიძე.
ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“ გენერალური დირექტორის საჩივრები უსაფუძვლოდ მიაჩნია ტელეკომპანია ,,მეგა-TV“-ის ხელმძღვანელობას. არხის მენეჯერი ნანა თოშხუა და აღმასრულებელი პროდიუსერი ალეკო გვეტაძე აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მეგა-TV“-ის მაუწყებლობა "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მიხედვით რეგულირდება და არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს.
,,მეგა-TV“-ის ხელმღვანელობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცხადებული განცხადების საფუძველზე აღნიშნავს, რომ ,,ქუთაისის“, როგორც გეოგრაფიული ზონის სახელის გამოყენება ნებისმიერ კონტექსტში, მათ შორის გადაცემის სათაურში არ წარმოადგენს კანონდარღვევას და ნებისმიერი ზემოქმედება ჩაითვლება, როგორც არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიმდინარე წლის 2 მარტის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება საკითხის დამატებითი მოკვლევის მიზნით გადადო. როდის გაიმართება მომდევნო სხდომა, აღნიშნული ჯერჯერობით უცნობია.


ნანახია: 3393-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღვინიანიძემ „რიონსა“ და ადგილობრივ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს შორის 2006 წლიდან დაწყებულ დავაზე ისაუბრა.
თოშხუას განცხადებით, „რიონის“ ბრალდებები მათი ტელევიზიის მისამართით აბსურდულია და სიმართლეს არ შეეფერება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ის ჟურნალისტები დააჯილდოვეს, რომლებმაც ადგილობრივ ტელეკომპანია "მეგა ტვ"-ში
სტაჟირების პროგრამები უშუალოდ ტელევიზიებზე და მათს პრობლემებზე იქნება მორგებული.

ამინდი