საია-ს ქუთაისის ფილიალს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
თარიღი : 5-03-2015, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალს გიორგი სანტურიანი უხელმძღვანელებს. სანტურიანმა აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ჭიქაბერიძე შეცვალა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან სამუშაოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, კომისიის წევრად გადაინაცვლა. გიორგი სანტურიანი საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოზიციაზე ორგანიზაციის სათაო ოფისმა 4 მარტს დაამტკიცა. სანტურიანი, რომელიც საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტია, ფილიალის თავმჯდომარედ ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.