თერჯოლაში გამგებლის საწინააღმდეგო და მხარდამჭერი აქცია ერთდროულად გაიმართა
თარიღი : 4-03-2015, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლაში გამგებლის საწინააღმდეგო და მხარდამჭერი აქცია ერთდროულად გაიმართა.
გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ თერჯოლაში საატესტაციო კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა და გამგებელმა თანამდებობებზე საკუთარი ახლობლები და მეგობრები დანიშნა.
„ეს კონკურსი არის სამარცხვინო. უმაღლესი ქულა ავიღე, თუმცა თანამდებობაზე მაინც არ დამნიშნეს, რადგან გამგებლის არც ბიძაშვილი ვარ და არც მამიდაშვილი. ამ კაცმა გამგეობაში შემოიკრიბა მხოლოდ საკუთარი ნათესავები და ასევე „ნაციონალები“, - აცხადებს აქციის მონაწილე ნინო დევიძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან გამგებლის მომხრეებიც შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ობიექტურად იმუშავა და ვაკანტურ თანამდებობებზე პროფესიული კადრი დაინიშნა.
„საკონკურსო კომისია იყო დაკომპლექტებული პროფესიონალი წევრებით და მათ თერჯოლაში საჯარო მოხელეების ვაკანტურ თანამდებობაზე პროფესიონალი კადრები დანიშნეს. ეს აქცია, რომელიც გამგებლის მოწინააღმდეგეებმა გამართეს, იყო ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სოფო ბუსკივაძის ორგანიზებული“, - აცხადებს ზაზა მანაგაძე.
აქციებს თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მან გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე პროფესიონალი კადრები დანიშნა და ის ბრალდებები, თითქოს მან საკუთარ ახლობლებს დაუთმო პოსტები, აბსურდულია.