პარლამენტის ქუთაისში დარჩენისა და გადატანის მომხრეთა შორის სხვაობა ორი პროცენტია
თარიღი : 18-09-2013, 00:20 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა

თქვენი აზრით, სად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი?- აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების აზრის გასარკვევად პარლამენტი გამოკითხვას ატარებს.
http://constitution.ge/-ზე მიმდინარე გამოკითხვაში ამ დროისათვის მონაწილეობა 3 250-მა მოქალაქემ მიიღო. გამოკითხულთა 51% საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნებას უჭერს მხარს, ხოლო დარჩენილი 49% პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირების მომხრეა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გეგმავს. ერთ-ერთი ცვლილებით, კი პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით არ განისაზღვრება. ამ ეტაპზე მოქმედი რედაქციით, საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ქუთაისში შეუძლია მუშაობა.