Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დროულად მოეგეთ გონს ბატონებო, ვიდრე ქუთაისის პორტი ბოლომდე დასილულა"

თარიღი : 3-03-2015, 22:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატი ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე დღესვე გაცვლიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ პასუხობს.
ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ქუთაისის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.
„პარლამენტის წევრი და შორეული ნაოსნობის კაპიტანი ომარ ნიშნიანიძე ქუთაისის უფუნქციობაზე ალაპარაკდა. ნიშნიანიძე ბიძინა ივანიშვილის დაპირებას იხსენებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით და მზადაა პარლამენტი დღესვე გაცვალოს მასში. უუნარო და ქალაქის მტერი ოცნების ხელისუფლება უგუნურობისა და არაადექვატურობის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ბატონი ომარი ხელისუფლებაშია და თვალახვეულივით იქნევს ხელებს გაურკვეველი მიმართულებით. ამასობაში ქუთაისი იცლება. ის თავადაა ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი და ყველაზე უკეთ უწყის ამ ბაზრის შესახებ რეგიონში. ქუთაისის უნივერსიტეტი არსებულ მოთხოვნას საკმარისად აკმაყოფილებს. ბატონ ბიძინას, პრემიერ ღარიბაშვილს, პროცედურისტ უსუფაშვილს, მის მოადგილე ქუთაისის მაჟორიტარ სანიკიძეს და სხვა გატრუნულ ამხანაგებს უნდა მოეხსენებოდეთ, რომ კონსტიტუციაზე გადავლას და სამიათასწლოვან ქალაქზე მახვილის ჩაცემას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. ისინი ქუთაისის სიკვდილზე პირადად არიან პასუხისმგებელი და ქუთაისელთა რისხვას მომავალ არჩევნებზე ვერსად გაექცევიან. დროულად მოეგეთ გონს ბატონებო, ვიდრე ქუთაისის პორტი ბოლომდე დასილულა,“ - ნათქვამია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს განცხადებაში.


ნანახია: 2979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიშნიანიძის თქმით, პროექტის ავტორს ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების ადგილად თავის დროზე ქუთაისი ჰქონდა
არასამთავრობო ორგანიზაცია 'ევროპა ჩვენი სახლია' ქუთაისის მერიას 'სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' კანონის დარღვევასა და ბიზნესის
ნიშნიანიძის თქმით, ის სამსახურში კვირის ბოლომდე გამოცხადდება.
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს.
ვიცე-პრემიერის თქმით, პორტი ქუთაისში ვერ მოეწყობა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ნიშნიანიძემ განუცხადა.

ამინდი