Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ევროპაბეთი“ ქუთაისის ტორპედოს სპონსორი გახდა

თარიღი : 3-03-2015, 21:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2015 წლიდან ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“-ს სპონსორი "ევროპაბეთი" გახდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ თავის თავზე აიღო წლის განმავლობაში ერთხელ ახალი ეკიპირების ყიდვა ან კლუბის შეკრებაზე გამგზავრება.
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.
„დღეისთვის "ტორპედო" ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და ცხადია, ასეთი პოზიციით ჯერ სასურველ კონტრაქტს ვერ გავაფორმებდით. ამის გათვალისწინებით, სპონსორის მოძიების ფაქტი მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია. მთავარია, ურთიერთობები ჩამოყალიბდა და მჯერა, სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს. შედეგებს მალე შეიტყობთ. ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული - თუ გუნდი სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს, სხვა სპონსორებიც გამოჩნდებიან," აცხადებს ფრუიძე.
კლუბის ყოფილმა მეპატრონემ კომპანია „ვისოლმა“ „ტორპედო“დან წასვლის შემდეგ კლუბს ანგარიშზე 500 ათასი დოლარი დაუტოვა. გარდა ამისა, ქუთაისურ კლუბს 100 ათასი ლარი ჩაურიცხა ქუთაისის მერიამ.


ნანახია: 2222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუნდის გენერალური სპონსორი Europe-bet.com–ი გახდა.
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ მხარდამჭერები კომპანია „ვისოლისგან“ დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.

ამინდი