Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დედის დღე ქუთაისში

თარიღი : 3-03-2015, 14:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დედის დღის აღსანიშნავად ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.

ქუთაისის მერის მოადგილემ ნოდარ მიქიაშვილმა და სოციალური სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ მრავალშვილიან და 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა დედებს დღევანდელი დღე თაიგულებით მიულოცეს. დედებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარების სახით ფულადი საჩუქრები-300-300 ლარის ოდენობით მიიღეს.

დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც საჩუქრები მიიღეს. საქველმოქმედო ორგანიზაცია შპს „მადლი 50“-ის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. ღონისძიებას ქალაქის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებსი ასევე დაგეგმილია კადეთა სამხედრო ლიცეუმსა და ჩაის სახლ "ფოეში" მრავალშვილიანი და ომში დაღუპულთა დედების მიღება-გამასპინძლება.


ნანახია: 2553-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
ქუთაისში სულ 45 მრავალშვილიანი ოჯახია და ყველა მათგანს ქალაქის მერიისგან დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცა.

ამინდი