Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის სტიპენდია და სასკოლო ოლიმპიადა ქუთაისში

თარიღი : 2-03-2015, 18:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” საპილოტე პროექტი განიხილეს. პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. ოლიმპიადა სტარტს ქუთაისში მარტის თვეში აიღებს და 10 მაისამდე გაგრძელდება. შეხვედრაზე „მერის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის“ პრეზენტაციაც გაიმართა. პროგრამისხანგძლივობა რვა თვით განისაზღვრა. გამარჯვებულად ჩაითვლება მონაწილე, რომელიც შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ სამეულში მოხვდება. კონკურსი ჰუმანიტარული მეცნიერებების (ქართული ენა-ლიტერატურა, ისტორია, უცხოური ენები) მიმართულებით ჩატარდება.
" სპორტის სამინისტროს აქვს ძალიან კარგი ინიციატივა, რაც ხელს შუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დაახლოებას. რაც შეეხება მერის სტიპენდიას, ჩვენ გვსურს ჩავერთოთ სკოლის მხარდამჭერ პროექტებში,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 2138-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტესტირება ტარდება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. გამოვლინდებიან თითოეულ საგანში გამარჯვებულები,
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.
ჩემპიონატი 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში, ტალინში ჩატარდება.
ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს და მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.

ამინდი