Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნარკოტიკი ჩაუდეს. ორი კაცის დაკავებას 45 პოლიციელი ცდილობდა"

თარიღი : 2-03-2015, 15:22 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინის“ მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირების ახლობლებმა ქუთაისში აქცია გამართეს.
სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი პატიმრების-ბესიკ გოგოლისა და დავით სიჭინავას ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულებს ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს, ხოლო ახლობლისგან წამოსული ორი პირის დაკავებას 45-მდე სამართალდამცავი ცდილობდა.
ბესიკ გოგოლი და დავით სიჭინავა სამართალდამცავებმა ხობში, 2014 წლის 18 აგვისტოს დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
„ნარკოტიკები წყალში ჩაუყარეს და დაალევინეს. 45 კაცი ცდილობდა ორი ადამიანის დაკავებას. საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გვპირდებოდნენ, მაგრამ არ გაუფორმეს. პატიმრები ციხეში შიმშილობენ,“ - ამბობს ბესიკ გოგოლის დედა ნინო გოგოლი.
დაკავებულების ახლობლება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.


ნანახია: 2129-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ბაგრატ ჯანუაშვილი პოლიციელებმა ორ აგვისტოს, თბილისში, ორთაჭალის სადგურზე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის დაკავებული მხარდამჭერების ადვოკატის სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
მსჯავრდებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ 'ქრონიკა პლუსის' მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის

ამინდი