პროექტი ინჟინრის პროფესიის სრულყოფილად შესასწავლად
თარიღი : 2-03-2015, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტი საქართველოს, უკრაინისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებში უმაღლესი საინჟინრო განათლების სრულყოფილად შესწავლას ეხება. პროექტის მსოფლიო ლიდერი კი დელკამის კორპორაციაა. სამწლიანი პროექტის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს ევროპული გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცემა.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დელკამის პროგრამების სწავლება დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს აწსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიტსის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის სახელმწიფო მეტალურგიული აკადემიის, სამის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზაპოროჟიეს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, ბუხარას საინჟინრო-ტექნიკური ინსტიტუტის, ტაშკენტის უნივერსიტეტისა და ჟიზაკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები.ეს სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში შეისწავლიან დელკამის პროგრამებს, შემდეგი ერთი კვირის მანძილზე იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე და ბოლოს გააკეთებენ მათ პრეზენტაციას,“- აღნიშნავენ სასწავლებელში.
სწავლების დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცემა.