Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში კალათბურთში ჩემპიონატი გაიხსნა

თარიღი : 1-03-2015, 17:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში კალათბურთში ჩემპიონატი დაიწყო. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კალათბურთის ფესტივალში მონაწილეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა კალათბურთელთა გუნდები მიიღებენ. ჩემპიონატი "თბილისი 2015 – ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს" ეძღვნება. მისი ყველა მონაწილე კი რეგიონში ოლიმპიური ჩირაღდნის შემოტანის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი იმერეთში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. თამაშები წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. ფინალური მატჩი კი ქუთაისის სპორტის სასახლეში შედგება. აღნიშნული ფესტივალი იმერეთის რეგიონში უკვე 3 წელია რაც ტარდება.


ნანახია: 1772-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონალური ჩემპიონატი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – თბილისი 2015 – ს ეძღვნებოდა.
ჩემპიონატში 10 ქუთაისური გუნდია

ამინდი