Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აკაკი წერეთლის სახელობის მღვიმე იმერეთში

თარიღი : 28-02-2015, 15:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, ახალ აღმოჩენილ კარსტულ მღვიმეს აკაკი წერეთლის სახელი ეწოდა. ახალი მღვიმე “აკაკი წერეთელი” 23 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია, კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ- პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გამოიკვლია. მღვიმე საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ამავე სოფლის მკვიდრის ბიძინა აბჟანდაძის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს არსებული კლდოვან ფარდულში მდებარეობს.
გიორგი დვალაშვილის თქმით, მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი არის კლდოვანი ფარდულით, დაღმავალფსკერიანი, კარსტული გვირაბებისგან შედგება. შემდეგ ეშვება ჩრდილო-დასავლეთით პალეო მდინარის მიმართულებით. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა არის 14 გრადუსი, გაედინება პატარა ნაკადული. გვირაბის გაფართოებაში დიდ როლს თამაშობს დროებითი ღვარების ჭარბი ნაკადები.
ქიმიური ნალექებიდან მღვიმეში გვხდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, კალციტის მოფარდაგებანი, მექანიკურრიდან – ნგრევის ადგილობრივი მასალა, გამოფიტვის პროდუქტები, დროებითი ნაკადების მიერ შემოტანილია ალუვიონი.
ახალაღმოჩენილ მღვიმეში ბინადრობენ ობობები, მცირეჯაგრიანი რგოლოვანი ჭიები, მრავალფეხიანები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები.
მღვიმის შესასვლელის სიმაღლე ზღვის დონიდან 455 მეტრი, შეფარდებითი სიმაღლე მდინარე ყვირილას დონიდან კი -75 მეტრი.
მღვიმის სიღრმე 12 მეტრია, ჯამური სიგრძე 45 მეტრი, სიგანე – მინიმალური 1 მ, მაქსიმალური 2,5 მ, სიმაღლე მინიმალური 0,5 მ, მაქსიმალური კი 5 მ. ობიექტი ოთხსართულიან სიღრუეს წარმოადგენს.
"ეს მღვიმე კიდევ ერთი საინტერესო ობიექტი იქნება, როგორც ადგილობრივი ტურისტებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. რეგიონისთვის კი დამატებითი შემოსავლის წყარო, თუ კი ხელისუფლება სათანადო ყურადღებას დაუთმობს," - აცხადებს მღვიმის მკვლევარი.
ახალაღმოჩენილ მღვიმეს აკაკი წერთლის სახელი ქართველი მგოსნის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ეწოდა.


ნანახია: 3354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა.
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
აღნიშნული ჭიათურის სოფლებში ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებში საინფორმაციო ბანერების დაზიანების მეორე ფაქტია.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.

ამინდი