87 წლის ქალბატონის ახალმოსახლეობა-წყალტუბოს გამგეობის საჩუქარი ჟენია ჯიშკარიანს
თარიღი : 28-02-2015, 14:29 | კატეგორია: ახალი ამბები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ჟენია ჯიშკარიანს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საცხვორებელი გადასცა. მოხუცი, რომელიც 22 წლის განმავლობაში რკინის ვაგონში ცხოვრობდა, ამიერიდან სიცოცხლისათვის შესაბამის საცხვორებელში განთავსდება.
,, მშენებლობის დაწყებამდე საჭირო გახდა მოხუცისათვის კუთვნილი მიწის დარეგისტრირება, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, სახლის უმოკლეს ვადაში აგებას წლევანდელი ზამთრის კარგმა ამინდებმაც შეუწყო ხელი, მოკლედ ყველაფერი გაკეთდა, რათა ათეული წლების მანძილზე ვაგონში მცხოვრები ქალბატონისათვის, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი დაღუპულები ჰყავს და შრომისუუნაროა ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეგვექმნა _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონტანტინე მამისეიშვილმა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის სოციალური პროექტების განხორციელება მომავალშიც არის დაგეგმილი.
ჟენია ჯიშკარიანს ახალმოსახლება მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ - „როგორც კი ჩამოვედი იმერეთში პირველი გასვლა იმ დღესვე მქონდა საჩხერეში. ეს გასვლები იქნება სისტემატური, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალურად დაუცველ ადამიანთა დახმარება და თანადგომა. ჩვენი დღევანდელი ერთადყოფნა ზუსტად ამის მაგალითია. მსგავსი ღონიძიებები იქნება ყველა რაიონში. სოციალურად დაუცველი ადამიანების თანადგომა არის ჩვენი მთავარი საზრუნავი.“ - აღნიშნა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ.
ჟენია ჯიშკარიანი სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირებმა მაცივრით დაასაჩუქრეს. სტუმრებმა ეზოში სიმბოლურად დარგეს ხეხილის ნერგები.