ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თარიღი : 28-02-2015, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი იობიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. გარდაცვლილის ახლობლები კი აცხადებენ, რომ გიორგი იობიძე მისთვის წაყენებულ ყველა ბრალდებას დაეთანხმა.
როგორც გარდაცვლილის დედა რუსუდან ნანავა აცხადებს, მისი მოთხოვნაა დამნაშავე სიკვდილით დაისაჯოს.
შეგახსენებთ, რომ ნანა გიგლემიანი აღმაშენებლის გამზირზე 6 თებერვალს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. დააკავეს.
გიორგი იობიძის საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დაიწყება.