"არ გვინდა მოღალატეებად შეგვრაცხონ", -თერჯოლელმა რესპუბლიკელებმა პარტია დატოვეს

„რესპუბლიკური პარტიის“ თერჯოლის ორგანიზაციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს სტატუსის შეჩერებას სთხოვენ.
მათი თქმით, პარტიის წევრთა უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თერჯოლის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ავთანდილ ჩუბინიძეს კოალიციის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. აღნიშნულის შედეგად, თერჯოლის საკრებულოში თავმჯდომარის თანამდებობა კვლავ ვაკანტური დარჩა.
„ჩვენ ვართ „რესპუბლიკური პარტიის“ თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის წევრები. გვინდა იმ დეპუტატებს მოვუწოდოთ, რომლებიც თერჯოლის საკრებულოში „რესპუბლიკელების“ მანდატით მოხვდნენ. მათ დღეს მედიას მოატყუეს როდესაც განაცხადეს, რომ მხარი დაუჭირეს კოალიციის კანდიდატს. ჩვენ არ გვინდა „რესპუბლიკელები“ მოღალატეებად შეგვრაცხონ. პარტიაში იმ დრომდე ვარ დავბრუნდებით, ვიდრე კოალიციის წევრები საერთო გადაწყვეტილებამდე არ მივლენ,“ - აცხადებენ თერჯოლელი „რესპუბლიკელები“.
ცნობისთვის, თერჯოლის საკრებულოში თავმჯდომარის თანამდებობა ორი თვეა ვაკანტურია. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საკრებულოს წევრებმა ახალი თავმჯდომარის არჩევა სამჯერ სცადეს, თუმცა -უშედეგოდ.
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას ავთანდილ ჩუბინიძე აცხადებს. ჩუბინიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ავთანდილ ჩუბინიძეს საკრებულოს თავმჯდომარედ გასახდომად 18 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა მან მხოლოდ 14 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.