Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქართული ოცნების" კადრი თერჯოლაში საკრებულოს თავმჯდომარედ არ აირჩიეს

თარიღი : 27-02-2015, 16:43 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის საკრებულოში თავმჯდომარის თანამდებობა ორი თვეა ვაკანტურია. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საკრებულოს წევრებმა ახალი თავმჯდომარის არჩევა სამჯერ სცადეს, თუმცა -უშედეგოდ.
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეტენზიას ავთანდილ ჩუბინიძე აცხადებს. ჩუბინიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ავთანდილ ჩუბინიძეს საკრებულოს თავმჯდომარედ გასახდომად 18 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა მან მხოლოდ 14 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. საკრებულოს სხდომას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და გუბერნიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოტე ლომიძეც ესწრებოდნენ.
„ორი თვეა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებს. მე პირადად შემიზლია გითხრათ, რომ "რესპბიკელებმა" მას მხარი დავუჭირეთ, ვინ არ მისცა მას ხმა ჩემთვის ცნობილი არ არის, რადგან ხმის მიცემა ფარული იყო“ - ამბობს სოფიო ბუსკივაძე.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარს არ უჭერენ „ნაციონალები“. მათი განცხადებით, ჩუბინიძის საკრებულოს თავმჯდომარედ გასახდომად მომხრეების საჭირო რაოდენობა არც „ქართულ ოცნებაში“ ჰყავს.


ნანახია: 2442-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„რესპუბლიკური პარტიის“ თერჯოლის ორგანიზაციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს სტატუსის შეჩერებას სთხოვენ.
საკრებულოს სხდომა, რომელზეც დეპუტატების თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე უნდა ემსჯელათ, უშედეგოდ დასრულდა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ"
საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით თერჯოლაში აქცია გაიმართა.

ამინდი