ვერდიქტის გარეშე დარჩენილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
თარიღი : 27-02-2015, 16:04 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

ფაქტრ -მეტრმა ქვეყნის პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ლარის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ”, ვერდიქტის გარეშე დატოვა.
განცხადების თანახმად, ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად დოლარის გამყარება სახელდება. ასევე, აღნიშნულია, რომ მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა, ლარი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა დოლართან მიმართებაში. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და მომავალში ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2014 წელს აშშ-ის მაღალი ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, დოლარი მსოფლიო მასშტაბით მართლაც გამყარდა. დოლარის გამყარება სხვადასხვა ვალუტაზე განსხვავებულად აისახა, რადგან ვალუტის კურსზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ქვეყნის სავალუტო პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური მდგომარეობა.
დოლართან მიმართებაში ყველაზე მეტად რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა და ბელორუსული რუბლი დაეცა. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტმა და რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რაც რუბლზეც აისახა. რუსეთში არსებულმა მდგომარეობამ თავის მხრივ გავლენა იქონია მის ეკონომიკურ პარტნიორებზეც, მათ შორის ბელორუსზეც. რუსეთის კრიზისმა და ნავთობის ფასების ვარდნამ ყაზახური ტენგეს 19%-იანი გაუფასურებაც გამოიწვია.
ევრო დოლართან მიმართებაში 20%-ით გაუფასურდა, რასაც ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ევროს გაუფასურება დოლართან მიმართებაში ევროპული საქონლის გაიაფებას და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს. გამომდინარე აქედან, ეკონომიკური ზრდისა და ექსპორტის წახალისების მიზნით, ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა ევროს გაუფასურებისკენ იყო მიმართული.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის ჩეხეთს, უნგრეთს, ხორვატიას და ბულგარეთს, თავისი ვალუტა ევროზე აქვთ მიბმული. შესაბამისად, ევროს კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებაში აღნიშნული ქვეყნების ვალუტაზეც იმოქმედა.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ ვალუტის გაუფასურება ფასების ზრდას არ გამოიწვევს, ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და შესაბამისად ვალუტის კურსის გაუფასურება პირველ რიგში იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ლარის გაუფასურების გამო ფასებმა მატება უკვე დაიწყო. ყაზტრანსგაზმა იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ ლარის გაუფასურება დაასახელა. გაზის ტარიფის მატება იურიდიული პირებისთვის რა თქმა უნდა ადგილობრივი პროდუქციის ფასებზეც იმოქმედებს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის ნოემბრიდან (როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო), ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.
დასკვნა
მართალია ზოგიერთ ვალუტებთან შედარებით ლარი ნაკლებად გაუფასურდა, თუმცა ლარის ერთ-ერთ მყარ ვალუტად დასახელება არამართებულია, რამდენადაც ვალუტის კურსის ცვლილება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამასთან, ლარმა გაუფასურება ნოემბრიდან საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყო და ორ თვეში 16%-ით გაუფასურდა, რაც შიდა ფაქტორების დამსახურება უფროა ვიდრე დოლარის გამყარების. 2014 წლის ბოლოს იმატა ფინანსური სტაბილურობის რისკებმაც. რაც შეეხება ფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ლარის გაუფასურება იმპორტირებული პროდუქციის ფასების ზრდას იწვევს. ფასების ზრდის ტენდენცია უკვე სახეზეა, თუმცა ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა.
ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე, ფაქტ-მეტრი მხოლოდ მიმდინარე ტენდენციის ანალიზით შემოიფარგლება და პრემიერის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.
ცნობისთვის, ფაქტ-მეტრი იგი მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.