"ბაღდათში ადგილობრივები მუნიციპალიტეტის გადაწვით იმუქრებიან"
თარიღი : 27-02-2015, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ბაღდათის გამგეობასთან სახლ-დამწვარი ოჯახის ახლობლები საპროტესტო აქცია მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ფერსათში მცხოვრები დავით შოთაძის 6-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა, იმის შემდეგ კი თავშესაფარის გარეშეა დარჩენილი.
აქციის მონაწილეების თქმით, გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დაზარალებულ შოთაძეს გამგეობაში დასაქმებას დაჰპირდა, თუმცა მოატყუა. შოთაძე 9 წლის განმავლობაში ბაღდათის გამგეობაში სოციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
"6 სულიანი ოჯახი ქუჩაშია დარჩენიული გამგებელმა უთხრა, რომ აუცილებლად გააგრძელებ მუშაობას გამგეობაშიო, თუმცა მოატყუა. ჩვენ ვითხოვთ მატყუარა გამგებელმა დატოვოს თანამდებობა,"- აცხადებს ბეჟან დოლიძე.
აქციას ასევე გამგეობაში ჩატარებული კონკურსის მესამე ეტაპზე ვერ გასული მონაწილეებიც შეუერთდნენ, როგორც ისინი აცხადებენ გამგებელმა კონკურსში იმ პირებს გაამარჯვებია, რომლებიც მას უნდოდა.
აქციის მონაწილეების პროტესტს მუნიციპალიტეტის გამგებელი ეხმაურება, ირაკლი გეგეშიძის თქმით, აქციის მონაწილეების პრეტენზიები უსაფუძვლოა.