"წავიღებ ბენზინს იქ, სადაც ჩემი შვილიშვილი მოკვდა და თავს დავიწვავ"
თარიღი : 26-02-2015, 20:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის დედა და ბებია შემთხვევის ადგილას თავის დაწვით იმუქრებიან.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მათ საქმის გამოსაძლიებლად და დამნაშავის სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ვადა მომავალ კვირამდე მისცეს. თუ აღნიშნულ ვადაში სამართალდამცავები რეაგირებას არ მოახდენენ, ოჯახი აქციებით იმუქრება და არ გამორიცხავენ, რომ თავიც დაიწვან.
"წავიღებ ბენზინს იქ, სადაც ჩემი შვილიშვილი მოკვდა და თავს დავიწვავ. მთელ ქუთაისს გადავწვავ," - ამბობს გარდაცვლილის ბებია ნაირა ნანავა.
გარდაცვლილის დედა რუსუდან ნანავა აცხადებს, რომ შვილი გაჭირვებაში გაზარდა და საზღვარგარეთ სამუშაოდ ერთადერთი შვილისათვის პირობების შესაქმნელად წავიდა.
"8 წელი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი. წავედი, იქნებ ერთოთახიანი ბინა მაინც მეყიდა. ჩემი ანგელოზივით შვილი მიწაში წევს," -ამბობს რუსუფან ნანავა.
ნანა გიგლემიანი 6 თებერვალს დაიღუპა. ოჯახის თქმით, არიან თვითმხილველები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანქანას, რომელიც გოგონას დაეჯახა, ქერათმიანი ქალი მართავდა. გარდაცვლილის ახლობლები სამართალდამცავებს გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მფარველობაში ადანაშაულებენ.