Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემა

თარიღი : 26-02-2015, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან შესყიდული ობიექტები მოინახულეს.
მენაშენეთა კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს ,,აღმაშენებელი ქუთაისი“-სგან დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში, ერისთავის ქ. N7-ში, შმიდტის I შესახვევსა და დ.აღმაშენებელის N81-ში მდებარე ობიექტებში ჯამში 53 ბინა შეისყიდა.
"მენაშენეებისაგან ბინების შესყიდვა არ არის ერთჯერადი და ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო შეისყიდის არა მთლიანად კორპუსს, არამედ ბინების გარკვეულ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დევნილთა ინტეგრაციის პროცესს. შესყიდული საცხოვრებელი ფართების განაწილება, დევნილთა გრძელვადიანი კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება."– აცხადებს სოზარ სუბარი.
მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პარალელურად, ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 35 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს.
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისის მახლობლად, რიონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებიც მოინახულეს. აღნიშნულ ოჯახებს მარტის დასაწყისში ქუთაისში საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.


ნანახია: 2334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში,
დევნილთა ნაწილმა აქცია მესხიშვილის თეატრთან გამართა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრინა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
თერჯოლაში 44 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6–სულიან ოჯახს ესტუმრნენ.

ამინდი