Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილი სამუშაოები და ხარჯები

თარიღი : 26-02-2015, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 2015 წლის იანვრიდან დღემდე ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები ბრიფინგზე შეაჯამა.
მერის თქმით, წლის დასაწყისიდან დღემდე სულ გამოცხადებულია 77 ტენდერი, რომლის ღირებულება 15 მილიონ 445 874 ლარს შეადგენს. აქედან 38 კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებების ღირებულება 2 მილიონ 214 196 ლარს შეადგენს.
ქალაქის მერის ინფორმაციით, პანდუსების მოწყობისთვის განსაზღვრული ხარჯების რაოდენობა 27 777 ლარს შეადგენს. ხოლო მიმდინარე ორმოულების შეკეთებაზე 501 987 ლარი იხარჯება.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ის ასე გამოიყურება:
21 ობიექტზე გამოცხადდა ბეტონის გზის მოწყობა- 3 876 519 ლარზე.
15 ობიექტზე გამოცხადდაა ა/ ბეტონის მოწყობა- 5 813 778 ლარზე.
2 ობიექტზე გამოცხადდა გზის გრანიტის ქვებით მოწყობა - 854 359 ლარზე.
2 ობიექტზე გამოცხადაა ბეტონის დეკორატიული ფილებით მოწყობა- 390 698 ლარზე.
გრანიტის ფილების შეკეთება- 30 000 ლარზე.
დაწნეხილი ფილების შეკეტება - 30 000 ლარზე.
ეზოების კეთილმოწყობა ბეტონით 32 ობიექტი - 577 457 ლარზე.
სადარბაზოების კეთილმოწყობა 60 ობიექტი - 448 761 ლარზე.
ლიფტების რეაბილიტაცია 17 ობიექტი - 216 102 ლარზე.
შიდა წყალკანალიზაცია 10 ობიექტი - 55 555 ლარზე.
საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია( კოღუაშვილის ქუჩა) – 43 000 ლარზე.

"საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს ტენდერების ჩატარების," -აღნიშნა შოთა მურღულიამ.


ნანახია: 1918-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შოთა მურღულიამ 2014 წელს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა და ქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი შეაჯამა
თერჯოლის გამგებელი თემურ ქოჩიაშვილი რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

ამინდი