Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მშობლებისგან მიტოვებული არასრულწლოვანი პრობაციონერი პატიმრობას გადაურჩა

თარიღი : 25-02-2015, 16:28 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
2014 წლის 15 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატს ვალერი კვანტალიანს არასრულწლოვანი პრობაციონერის მ. ჯ.–ს დაცვა დაევალა. ადვოკატის საქმეში ჩართვის დროისათვის პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ მ.ჯ..-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა და დაახლოებით 2 წელი გაეტარებინა ციხეში. აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად ედო ის, რომ არასრულწლოვანი რამდენჯერმე არ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში.
საქმეში ჩართვის შემდეგ ადვოკატმა დაიწყო იმ მიზეზების გამორკვევა, რით იყო გამოწვეული არასრუწლოვანის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა. ხოლო სასამართლო პროცესზე მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილებულიყო პრობაციის ბიუროს შუამდგომლობა, ვინაიდან მ.ჯ. იყო არასრულწლოვანი.
„მას მძიმე სოციალური პირობები ჰქონდა. მამა პატიმარი ჰყავდა, ხოლო დედა გათხოვდა და ბავშვი არასრუწლოვანთა თავშესაფარში იზრდებოდა. ის თვეების მანძილზე კეთილსინდისიერად ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში. მხოლოდ რამდენჯერმე ვერ გამოცხადდა მაშინ, როდესაც ბებიას ჰყავდა მამის სანახავად წაყვანილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მაშინ, როდესაც იყო ავად,“- ამბობს ადვოკატი ვალერი კვანტალიანი.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და სოციალურ მუშაკს. საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და პრობაციის ბიუროს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ეს კიდევ ერთი არასრულწლოვანია, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატების ძალისხმევით პატიმრობას გადაურჩა. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ტრენინგები აქვთ გავლილი, რათა მათ ეფექტურად შეძლონ ბავშვების ინტერესების დაცვა,“ - ამბობს ადვოკატი.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.


ნანახია: 2203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ ლ.ყ.-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა და დაახლოებით 1
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ პრობაციონერ ი.კ.-ს პირობითი სასჯელი შეცვლოდა პატიმრობით და დაახლოებით 2 წელი გაეტარებინა
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
მ.ნ.-მ გარკევეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო პრობაციის ბიუროში გამოცხადება გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, თუმცა პრობაციის
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატის დახმარებით არასრულწლოვანი ბრალდებული დაპატიმრებას გადაურჩა.
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და

ამინდი