ქუთაისში ეგვიპტური კომპანიიდან 320 თანამშრომელი უფასო შვებულებაში გაუშვეს
თარიღი : 25-02-2015, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, ქართულ-ეგვიპტური კომპანია "ფრეშიდან" 320 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
როგორც "ფრეშის" თანამშრომელბი აცხადებენ დირექციამ მათ განუცხადა, რომ ისინი უფასო შვებულებებში გაუშვეს.
"ასობით ადამინი ვართ გათავისუფლებული. კონკრეტულ დროს, თუ როდის დაგვაბრუნებენ სამსახურში არ გვეუბნებიან, მოკლედ დახურვის პირასაა და ქარხანა,"- ამბობს გოგიტა ვარდანიძე.
კომპანია"ფრეშში" დასაქმებულების შემცირებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე ეხმაურება, მისი თქმით, 2012 წელს აღნიშნულ საწარმოში 1 700-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო დღეის მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობა 35 ადამიანს შეადგენს.
„320 ადამიანი, დღეს, ფასიან შვებულებაში გაუშვეს. საწარმოში მოქმედი ხაზების კონსერვაცია მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ კომპანიის მეპატრონე ეგვიპტელს საქართველოში ბინადრობის უფლებაზე უარი უთხრეს. დროულად არის მისაღები გარკვეული ზომები,“ - ამბობს თევდორაძე.
ქართულ-ეგვიპტური კომპანია „ფრეში" ქუთაისში 2009 წელს შეიქმნა. ინვესტორ კომპანიას ქალაქში 2 მილიარდის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. აღნიშნული ინვესტიციით ქალაქში 12 საწარმო უნდა გახსნილიყო და 12 ათასი ადგილობრივი მცხოვრები დასაქმებულიყო.