ქუთაისის მერიის წინ გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
თარიღი : 17-09-2013, 15:33 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მერიის წინ გზის გადაკეტვა სცადეს. თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, პოლიცია მათ გარევაჭრობის ნებას არ რთავს. მათივე განმარტებით, ოჯახების შესანახი სხვა ალტერნატივა არ აქვთ, რადგან დიდი გადასახადის გამო ბაზრის ტერიტორიაზე მუშაობას ახერხებენ. გარემოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ალტერნატიულ სამუშაო ადგილს ითხოვენ.