Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქალაქის მერიასთან მრავალშვილიანი დედები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თარიღი : 25-02-2015, 15:32 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასთან მყოფი მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე აქციის შეწყვეტას არ აპირებს. დახუნდარიძე, რომელიც მერიის შენობასთან მეორე დღეა დგას, ამბობს, რომ შვილების და შვილიშვილების გამოსაკვებად სამსახური სჭირდება.

12 შვილის დედა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილოა. დახუნდარიძე ამბობს, რომ ქალაქის მერმა ის მოატყუა და დაპირებული სამუშაო არ მისცა. დახუნდარიძეს დასაქმებას მერიის დაქვემდებარებულ ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ ჰპირდებოდნენ. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ „სპეციალურ სერვისებში“ მარინა დხუნდარიძის შვილი დაასაქმეს.
მარინა დახუნდარიძის აქცია გააპროტესტა კიდევ ერთმა მრავალშვილიანმა ნინო ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილის თქმით, დახუნდარიძის პრეტენზიები იმით არის გამოწვეული, რომ ის პრივილეგირებული მდგომარეობის დაკარგვას ვერ ეგუება.

„11 შვილის დედა ვარ. ქალაქის მერი თანაბრად ეხმარება ყველა მრავალშვილიან დედას. მერის წინააღმდეგ მიმართული პლაკატების გამოფენის უფლებას არავის მივცემ. მარინა დახუნდარიძე პრივილეგირებულ მდგომარეობაში რომ იყო და მერიისგან დახმარებებს იღებდა, სხვა მრავალშვილიან დედებს შვილები მშივრები გვყავდა. დახუნდარიძეს არ მოეწონა, როდესაც ქალაქის მერმა ყველა მრავალშვილიანი თანაბარ პირობებში ჩააყენა,“- აცხადებს ნინო ნაცვლიშვილი.


ნანახია: 2309-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც 12 შვილის დედა მარინა დახუნდარიძე აცხადებს, ქალაქის მერი მას დახმარებას შეჰპირდა, თუმცა მოატყუა.
მრავალშვილიანი დედა მერიის შესასვლელთან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
მრავალშვილიანი დედა აცხადებს, რომ ოჯახში არც ერთი წევრი მუშაობს, რის გამოც ბანკის ვალების გადახდა და არსებობა უჭირთ.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს.
მარინა დახუნდარიძის თქმით, მას ჯავახიამ უჩივლა.
მრავალშვილიანი დედა აცხადებდა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს ხელისუფლების უყურადღებობის ფონზე, შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ.

ამინდი