ქუთაისში, გელათის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება
თარიღი : 25-02-2015, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გელათის ქუჩა დაათვალიერა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ გზის შეკეთებასა და წყლის სისტემის მოწყობას უშედეგოდ წლების მანძილზე ითხოვდნენ. აღნიშნულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოები აპრილის თვიდან დაიწყება. გელათის ქუჩაზე ასევე იგეგმება ბორდიულების, ტროტუარების კეთილმოწყობა და სანიაღვრე სისტემის შეცვლა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ტენდერის საპროექტო ღირებულება 2 955 000 ლარს შეადგენს.