Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახური განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 25-02-2015, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის განცხადება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში გამოცხადებული ტენდერების შესახებ მედიაში ინფორმაციის არასწორად გავრცელებას ეხება.
გთავაზობთ განცხადებას:
„გაზეთ ,,ქრონიკა+“ ში, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწერა ინფორმაცია ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის მიერ 28 იანვარს გამოცხადებული ორი ტენდერის შესახებ, სადაც ინფორმაცია არასრულად და არაკომპეტენტურად იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო პირობები ღიაა და მასში ყველაფერი დეტალურადაა მოყვანილი, ჟურნალისტმა არ ისარგებლა უტყუარი და გამჭირვალე ინფორმაციით, მოვლენებს გაუსწრო, მკითხველი შეცდომაში შეიყვანა და ტენდერში გამარჯვებულად „გზ ა XXI” დაასახელა.
ვინაიდან გაზეთ ,,ქრონიკა+“ ში დეტალები არ იყო დაზუსტებული, ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ.

2015 წლის 28 იანვარს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ყაზბეგის ქუჩის (ცაცხვების ქუჩამდე) სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ფლეთილი ქვებით მოწყობის შესყიდვაზე, ღირებულებით 542 284 (ხუთას ორმოცდაორი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) ლარი. ამავე დღეს გამოცხადდა 312 075 (სამას თორმეტი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულების სამუშაოს შესყიდვა, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე („ჯაჭვის ხიდიდან“ „ვისოლის“ ბენზოგასამართ სადგურამდე) სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ფლეთილი ქვებით მოწყობის შესახებ. ორივე ზემოთაღნიშნულ ტენდერზე, 2015 წლის 20 თებერვალს, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართა.
ყველა დოკუმენტი „შემსყიდველის“-ა და „მომწოდებლი“-ს მხრიდან, თავსდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge. აღნიშნული ინტერნეტ მისამართი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ზემოთაღნიშნულ ტენდერებზე ელექტრონული ვაჭრობა გაიმართა 2015 წლის 20 თებერვალს, სადაც მონაწილეობა მიიღო ორ-ორმა ერთი და იგივე პრეტენდენტმა, შ.პ.ს. „გზამგებმა“ და შ.პ.ს. „გზა XXI”-მა. მათ მიერ ნაწარმოები ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, უფრო დაბალი ფასი ორივე ტენდერში დააფიქსირა შ.პ.ს. „გზა XXI”-მა. კერძოდ:
ყაზბეგის ქუჩის (ცაცხვების ქუჩამდე) სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ფლეთილი ქვებით მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულება იყო 542 284 (ხუთას ორმოცდაორი ათას ორას ოთხმოცდაოთხი)ლარი. ელექტრონული ვაჭრობის საბოლოო ფასი- 493 990 (ოთხას ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარი, ანუ თავდაპირველი ღირებულება 9%-ით გაიაფდა. დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე („ჯაჭვის ხიდიდან“ „ვისოლის“ ბენზოგასამართ სადგურამდე) სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ფლეთილი ქვებით მოწყობის სამუშაოების შესყიდვის თავდაპირველი ფასი იყო-312 075 (სამას თორმეტი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარი, ვაჭრობის შემდეგ კი - 259 990 (ორას ორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარი. თავდაპირველი ფასის კლებამ დაახლოებით 17 % შეადგინა.
კანომდებლობის თანახმად , ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ 2015 წლის 23 თებერვალს (ორშაბათი) განხილული იქნა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის , შ.პ.ს „გზა XXI”-ის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და 2015 წლის 23 თებერვლის შ.პ.ს „გზა XXI“-ს, გაეგზავნა წერილი#01-01-21/336 ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით. დაუზუსტებლობის შემთხვევაში კომპანია ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. თუ კომპანია წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას, 5 (ხუთი) დღის ვადაში დამატებითი
დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნების თანახმად უნდა წარმოადგინოს:
***
ა) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
ბ) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
***
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტენდერების სტატუსი არის: მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
საფინანსო სამსახურის განცხადებას იქვე ახლავს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები.


ნანახია: 1728-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემდეგ მისამართზე: spa.ge.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 2015 წლის იანვრიდან დღემდე ქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები ბრიფინგზე შეაჯამა.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ივლისსა და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ზესტაფონის მერიის საქმიანობის შესწავლისაკენ მოუწოდებენ.