Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სად მიდის იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორი?

თარიღი : 25-02-2015, 11:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის პირველმა ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.
ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ ის სახელმწიფო სამსახურიდან კერძო სამსახურში მიდის.
„სახელმწიფო სამსახურიდან წასვლა ჩემი დიდი ხნის ნატვრა იყო და როგორც იქნა, ავიხდენ ამ ნატვრას. პროფესიით არქიტექტორი ვარ, თუმცა იურიდიული მიმართულებითაც გამაჩნია ცოდნა. ძალიან მიყვარს სოფლის მეურნეობა და მინდა ამ კუთხით რაიმე ღირებული შევქმნა,“ - ამბობს იოსებაშვილი.
ვიცე-გუბერნატორის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი პირების როტაცია ნორმალური პროცესია.
„ჩვენ გასულ წელს კარგი შედეგები დავდეთ. ვტოვებთ პროფესიონალების და საქმის მკეთებელი ადამიანების გუნდს,“ - ამბობს იოსებაშვილი.
ცნობისთვის, ალექსანდრე იოსებაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება იმერეთის გუბერნატორის პოსტიდან ზაზა მეფარიშვილის წასვლის შემდეგ მიიღო. იმერეთის ახალი გუბერანტორი ვაკის გამგებელი გივი ჭიჭინაძე გახდა.


ნანახია: 3020-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, პაატა ნადირაძემ ოფიციალურ წარდგენამდე ჭიათურაში საარჩევნო კამპანია უკვე
იმერეთის ახალი პირველი ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე აცხადებს, რომ ის აღნიშნულ თანამდებობაზე აქტიურ საქმიანობას აპირებს.
23 მარტიდან იმერეთის მხარის ხელმძღვანელის თანამდებობას პირველი ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს.
ალექსანდრე იოსებაშვილის შემდეგ იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა პაატა ნადირაძემ დაიკავა.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა რამდენიმე კვირაა ვაკანტურია. გრიგოლ დალაქიშვილმა განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა.

ამინდი