იმერეთის გუბერნატორი: მუშაობა იქნება ძალიან რთული
თარიღი : 24-02-2015, 14:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა.
გივი ჭიჭინაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. გუბერნატორმა გამგებლებისგან რაიონებში არსებული ვითარების მიმოხილვა მოისმინა.
„მე ყველა რიონს ცალ-ცალკე მოვივლი. ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ. მუშაობა იქნება ძალიან რთული, საინტერესო და ნაყოფიერი.
არავითარ საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ. მე მგონი კარგი ხალხია და კარგად მუშაობენ. შემდეგში ვნახავთ. ჯერჯერობით არაფერი მაქვს გეგმაში,“ - აცხადებს გივი ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გივი ჭიჭინაძემ ზაზა მეფარიშვილი ჩაანაცვლა.