მიხეილ სააკაშვილი: ქუთაისს, როგორც ქალაქს მალე დაკლავენ
თარიღი : 17-09-2013, 14:52 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

პრეზიდენტმა ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის პროექტის ავტორები და არქიტექტორები დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა გიორგი კარბელაშვილსა და ჰოლანდიელ არქიტექტორს ბრწყინვალების ორდენები, ხოლო პროექტში მონაწილე კიდევ 9 პირს ღირსების ორდენები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალზე სააკაშვილმა ქუთაისის აეროპორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა დასრულება წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ვერ მოესწრო.
„ვამაყობ ამ აეროპორტით და იმ ხალხით, რომელმაც ეს გააკეთა. ეს აეროპორტი ჩვენ დროზე მოვასწარით იმიტომ, რომ ეს აეროპორტი არის პროდუქტი აღმშენებლობის ეპოქის, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ. ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას. როგორც გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, გააჩერეს ლაზიკა, გააჩერეს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ხვალინდელი კენჭისყრით კი აპირებენ პარლამენტის გადატანას თბილისში“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.