უფასო სამედიცინო გამოკვლეები ქუთაისის მერის თანდასწრებით
თარიღი : 23-02-2015, 17:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო. უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ,,მედიქალსითისა“ და ,,ახალი მზერას“ ინიციატივით, ასევე, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
საქველმოქმედო აქცია სულხან-საბას ტერიტორიულ ორგანოში დაიწყო და 16 დღის მანძილზე ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. სამედიცინო აქციის მიმდინარე პროცესს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მაჟორიტარი ლაშა გვენეტაძე დაესწრნენ.
,,სოციალური ფონიდან გამომდინარე ძალიან კარგი ინიციატივაა.მოსახლეობას საშუალება ეძლევა ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაიტაროს.ჩვენ არაერთი ასეთი სახის სამედიცინო აქცია დავგეგმეთ, რაშიც ქუთაისში არსებულისხვადასხვა კლინიკა დაგვეხმარა.ზოგადად პროგრამა,რომელშიც ხალხი ერთვება და მათ აინტერესებთ, ძალიან კარგია,“- განაცხადა ქუთაისის მერმა.