Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მოსახლეობის მოკრძალებული თხოვნა ბიძინა ივანიშვილს

თარიღი : 23-02-2015, 13:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია წერილს ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ ქუთაისის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქალაქში დაარსებას სთხოვს.
აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
ქალაქ ქუთაისის მაცხოვრებლების
მოკრძალებული მიმართვა
ბატონო ბიძინა, თავად მოგეხსენებათ ქალაქ ქუთაისის მნიშვნელობა სრულიად საქართველოსათვის. თავის დროზე, ქუთაისში უამრავი დაწესებულება ფუნქციონირებდა, რომელიც ქალაქს ღირსეულად არსებობის საშუალებას აძლევდა. ამჟამად არსებობს სავსებით რეალური შესაძლებლობა რომ ქუთაისი სტუდენტურ ქალაქად იქცეს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ბევრი სასწავლო დაწესებულება დაიხურა, მაგალითად, ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც სრულიად გაურკვეველი მოსაზრებით და დაუფიქრებლად მიერთებული იქნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
თქვენი განცხადებიდან ჩანს, რომ თბილისში გსურთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა.
ბატონო ბიძინა, გთხოვთ ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტმა ფუნქციონირება დაიწყოს ქუთაისში ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობაში, რათა ქუთაისმა შესძლოს იმ სახელმწიფოებრივი ისტორიული ფუნქციის შესრულება, რომელსაც იგი რამდენიმე ასეული წელია პირნათლად ასრულებს - წარმოადგენდეს საქართველოს ერთ-ერთ კულტურულ-საგანმანათლებო კერას,“ - ნათქვამია ქუთაისის მაცხოვრებლების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 2433-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისს დასცინა, მან კი აღნიშნული ფორმით თავად ივანიშვილს დასცინა.
ნიშნიანიძის თქმით, პროექტის ავტორს ბიძინა ივანიშვილს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსების ადგილად თავის დროზე ქუთაისი ჰქონდა
პარტია თავისუფალი საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.

ამინდი